1 წლის ბავშვი მე-18 სართულიდან გადავარდა და გადარჩა – ნახევარი საათი მიწაზე ეგდო და ყურადღებას არავინ აქცევდა – რუსეთი
რუსეთში, ნოვოსიბირსკში, ერთი წლის ბიჭი მე-18 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა. გარდა იმისა, რომ ასეთი სიმაღლიდან გადმოვარდა, დაცემიდან ნახევარი საათის განმავლობაში მიწაზე ისე ეგდო, ყურადღებას არავინ აქცევდა, სანამ, როგორც იქნა, ერთმა გამვლელმა არ შენიშნა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Mash Siberia იტყობინება.
მათი ცნობით, შემთხვევა 12 ნოემბერს, საღამოს მოხდა – უფროსებს ეძინათ, ბავშვი მათთან ერთად საწოლში იწვა, თუმცა, როგორც ჩანს, გაიღვიძა და ფანჯარასთან მივიდა.
ორმა თვითმხილველი ამბობს, რომ მე-18 სართულიდან რაღაც გადმოვარდა, მაგრამ ამ ამბავს მნიშვნელობა არ მიანიჭეს. არც გამვლელები აქცევდნენ ყურადღებას. მიწაზე დაგდებული ბავშვი მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შეამჩნიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ მენჯი ჰქონდა მოტეხილი, ასევე, დაუდგინდა სისხლჩაქცევები, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.