1 წელში გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე 1 100 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა (bm.ge)
2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით ზღვის დაბინძურების გამო 1 100 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სულ 11 დარღვევა გამოვლინდა, გარემოსთვის მიყენებული ზარალი კი 58 562 ლარადაა შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000-მდე გაიზარდა. მანამდე ჯარიმა 65 ათასი ლარი იყო.
