1 წელი ციხეში და 3-წლიანი პირობითი სასჯელი – ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ნიჟარაძე ციხეში 1 წელს გაატარებს, რის შემდეგაც, სამწლიან პირობით სასჯელს მოიხდის. ამასთან ერთად, დამატებითი სასჯელის სახით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა განისაზღვრა.
ზურა ნიჟარაძე 11 ნოემბერს დააკავეს, მას პროკურატურა სამი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდა.