1 წელი მარტის პროტესტიდან – თსუ-სთან სტუდენტები და აქტივისტები აქციას მართავენ

რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტის საპროტესტო აქციებიდან ერთი წლის თავზე სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქციას მართავენ. სტუდენტებთან მივიდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დაკავებული აქტივისტის, ს დედა.
სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი არასდროს შეუშინდებიან წინააღმდეგობას თუ ის იქნება ანტიდასავლური და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ასე იყო 7-8 მარტის აქციების დროს, როცა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსული კანონის მიღება.
აქციის მონაწილეების თქმით, შარშან შეძლეს გამარჯვების მოპოვება და ხელისუფლების იძულება, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი კანონპროექტი უკან გაეწვია.
“დღევანდელი დღის სლოგანია – შენ ეს შეძელი და ჩვენ ეს შევძელით შარშან, ზუსტად ამ დროს, როცა რუსულ ოცნებას უკან დავახევინეთ. ეს იყო მოვლენა ქართულ ისტორიაში, როდესაც ასეთი ერთიანი სტუდენტობა და ახალგაზრდობა 2003-2012 წლის მერე ქართულ საზოგადოებას არ ახსოვს, როცა ერთიანად დავდექით ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომ არ გაეტარებინათ ეს რუსული კანონი. ჩვენთვის ყველაზე ფასეულია ევროკავშირი, იყო კანდიდატის სტატუსი, რომელიც მივიღეთ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა, ლუკა ჭოხონელიძემ.
ფორმულა მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის დედასაც ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ აუცილებლად იქნებოდა ლაზარეც დღევანდელ აქციაზე, რომ იყოს გარეთ. მან იმედი გამოთქვა, რომ “ის მალე იქნება მათთან ერთად”, – განაცხადა თამთა კალანდაძემ.