1 წელი მარტის პროტესტიდან – თსუ-სთან სტუდენტები და აქტივისტები აქციას მართავენ

რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტის საპროტესტო აქციებიდან ერთი წლის თავზე სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქციას მართავენ. სტუდენტებთან მივიდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დაკავებული აქტივისტის, ს დედა.
სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი არასდროს შეუშინდებიან წინააღმდეგობას თუ ის იქნება ანტიდასავლური და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ასე იყო 7-8 მარტის აქციების დროს, როცა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსული კანონის მიღება.
აქციის მონაწილეების თქმით, შარშან შეძლეს გამარჯვების მოპოვება და ხელისუფლების იძულება, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი კანონპროექტი უკან გაეწვია.
“დღევანდელი დღის სლოგანია – შენ ეს შეძელი და ჩვენ ეს შევძელით შარშან, ზუსტად ამ დროს, როცა რუსულ ოცნებას უკან დავახევინეთ. ეს იყო მოვლენა ქართულ ისტორიაში, როდესაც ასეთი ერთიანი სტუდენტობა და ახალგაზრდობა 2003-2012 წლის მერე ქართულ საზოგადოებას არ ახსოვს, როცა ერთიანად დავდექით ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომ არ გაეტარებინათ ეს რუსული კანონი. ჩვენთვის ყველაზე ფასეულია ევროკავშირი, იყო კანდიდატის სტატუსი, რომელიც მივიღეთ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა, ლუკა ჭოხონელიძემ.
ფორმულა მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ს დედასაც ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ აუცილებლად იქნებოდა ლაზარეც დღევანდელ აქციაზე, რომ იყოს გარეთ. მან იმედი გამოთქვა, რომ “ის მალე იქნება მათთან ერთად”, – განაცხადა თამთა კალანდაძემ.