პარტია “ლელო” ყრილობას მართავს, სადაც დელეგატები პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრებს აირჩევენ. ასევე დღეს ღონისძიებაზე საზოგადოებას წარედგინება განახლებული “მარშალის გეგმაც”.
დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტიის მოქმედი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, 1 წელიწადში, არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება ხელისუფლებაში აღარ იქნება, ხოლო ივანიშვილი იქნება მოსკოვში.
ეს პარტია “ლელო საქართველოსთვის” მეორე ყრილობაა.