1 ტ კაკაოს ფასმა ისტორიაში პირველად $10 000-ს გადააჭარბა

კაკაოს ფიუჩერსების ფასმა კიდევ ერთხელ მიაღწია ისტორიულ მწვერვალს, მიწოდების დეფიციტის შიშის გამო.
კაკაოს მარცვლის მაისის ფიუჩერსები ნიუ-იორკში სამშაბათს ვაჭრობისას 3,9%-ით გაიზარდა და ტონაზე 10 030 დოლარი შეადგინა. წლის დასაწყისიდან კვოტებმა 2,4-ჯერ მოიმატა, ბოლო ხუთი სესიის განმავლობაში კი 20%-ზე მეტით.
როგორც ცნობილია, კოტ-დ’ივუარში, მსოფლიოში კაკაოს უმსხვილეს მიმწოდებელ ქვეყანაში, არანორმალურად ცხელი ამინდი დადგა, რაც კაკაოს მარცვლის მოსავალს საფრთხეს უქმნის. ამავდროულად, კაკაოსა და შოკოლადზე გლობალური მოთხოვნა მაღალი რჩება.