$1 მლრდ ღირებულების ჰაერსაწინააღმდეგო დახმარება უკრაინისთვის – NATO-ს სამიტის შედეგები

NATO-ს ქვეყნები ს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით დაეხმარებიან და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დამატებით სისტემებს გადასცემენ. ამის შესახებ ცნობილი NATO-ს ვაშინგტონის სამიტის პირველი დღის შეხვედრის შემდეგ გახდა. პროცესში ჩართულია 5 ქვეყანა: , გერმანია, იტალია, ნიდერლანდები და რუმინეთი. საერთო განცხადება თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
განცხადების მიხედვით, უკრაინა დამატებით Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს მიიღებს აშშ-სგან, გერმანიისგან და რუმინეთისგან, ამავე დანადგარის ნაწილებს კი ნიდერლანდებისგან და სხვა პარტნიორებისგან, რათა დამატებით ერთი ბატარეის მწყობრში მოყვანა შეძლონ. ამას გარდა, უკრაინა იტალიისგან მიიღებს SAMP-T-ის ჰსთ სისტემასაც.
“ეს ხუთი სტრატეგიული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა უკრაინას დაეხმარება ქალაქების, მოქალაქეებისა და ჯარისკაცების დაცვაში და ჩვენ გვაქვს ახლო კოორდინაცია უკრაინის მთავრობასთან, რათა ეს სისტემები ჩქარა ამუშავდეს.” – წერია განცხადებაში.
თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ წელს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით დახმარების კიდევ ერთი პაკეტი იგეგმება და ამ მიმართულებით მუშაობენ.
სტრატეგიულის გარდა, აშშ და პარტნიორები უკრაინას ათობით ტაქტიკურ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემასაც გადასცემენ, მათ შორის: NASAMS-ს, HAWK-ს, IRIS T-SLM-ს, IRIS T-SLS-სა და Gepard-ის სისტემებს. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ NATO-ს რამდენიმე წევრი ქვეყანა: კანადა, ნორვეგია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვები უკრაინელებს ამ სისტემების შენახვა-უზრუნველყოფაში დაეხმარებიან. აშშ აპირებს, რომ მომავალი წლისთვის, პარტნიორებთან კოორდინაციით, უცხოური სამხედრო შესყიდვების პროგრამის ფარგლებში უკრაინას მიაწოდოს ასობით მნიშვნელოვანი ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები.
“უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების პარალელურად, ჩვენ მადლიერი ვართ 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის, რომელიც განაგრძობს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების მიწოდებას, ასევე საჰაერო თავდაცვის დაუყოვნებელი ქმედების ინიციატივის – რომლის ფარგლებშიც პარტნიორებმა პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის გაიღებენ $1 მილიარდზე მეტ საჰაერო თავდაცვის დახმარებას – და ასევე ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობის კოალიციის, რომელსაც უძღვება გერმანია და საფრანგეთი. ჩვენ ასევე მივესალმებით NATO-ს მუშაობას უკრაინის ძალისხმევის მხარდასაჭერად NATO-სთან თავსებადი ინტეგრირებული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არქიტექტურის შემუშავებაში.” – წერია განცხადებაში.
განცხადების ბოლოს თეთრი სახლი მოსკოვსაც მიმართავს: “ჩვენი გზავნილი მოსკოვისა და მთელი მსოფლიოს მიმართ ცხადია: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის მყარი და ურყევი.”