ქართული ლუდის წარმოების მოცულობაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არსებითი ცვლილება არ ფიქსირდება – ამის შესახებ TBC Capital-ის ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების სექტორულ კვლევაშია საუბარი.
2024 წელს საქართველომ 127 მილიონი ლიტრი ლუდი აწარმოვა, წლიურმა ზრდამ კი 1% შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყანაში წარმოებული ლუდის ღირებულებას, TBC Capital-ის ინფორმაციით, საშუალო საცალო ფასების ზრდამ ლუდის ღირებულება მკვეთრად გაზარდა.
კერძოდ, საქართველოში ნაწარმოები ლუდის ღირებულება 2024 წელს 8%-ით, 334 მილიონ ლარამდე გაიზარდა. საშუალო საცალო ფასმა 1 ლიტრზე 2.8 ლარი შეადგინა, ლუდზე ინფლაციამ კი – 10%.
ამასთან, მიუხედავად საქართველოში წარმოებული ლუდის ღირებულების ზრდისა, ქვეყანაში ლუდის მოხმარების 87% სწორედ ადგილობრივ წარმოებაზე მოდის, 13% კი – იმპორტულზე.
TBC Capital-ის თანახმად, 15+ ასაკის მოსახლეობაში ლუდის მოხმარებაში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. კერძოდ:
ლუდის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე – ლიტრი წელიწადში
· 2020 – 36
· 2022 – 42
· 2024 – 46
