1 ივლისს საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება – ვინ შეძლებს ვაჭრობას?

ექვსჯერ გადავადების შემდეგ ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში მუშაობას პირველი ივლისიდან დაიწყებს.
„გალტ&თაგარტის“ მიხედვით ამ ეტაპზე კანონქბემდებარე აქტებში ცვლილება არ შესულა, თუმცა აქტიურად განიხილება ბაზრის ეტაპობრივად ამუშავება და ბირჟის სრულად გახსნას სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება.
ბაზრის ამოქმედებამდე კვლავ რჩება რამდენიმე ბუნდოვანი საკითხი.
1) სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია გაიყიდება თუ არა იმპორტირებული ელექტროენერგია ბირჟაზე. მათი მოლოდინით ბირჟაზე მოხვედრილი ელექტროენერგია ტარიფს გაზრის.
2)მნიშვნელოვანია ცხადი პოლიტიკა უბალანსობის მიმართ. ახალი ბაზრის მოდელის მიხედვით, უბალანსობაზე პასუხისმგებელ პირს(როგორც მწარმოებელს, ასევე მომხარებელს) ფინანსური ჯარიმა ეკისრება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რა მიდგომა ექნება სახელმწიფოს პირველ ეტაპზე.
tv25.ge