1 თვე რუსული კანონის მიღებიდან – ლარი დოლართან 18.22 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 16.77 თეთრით

ლარი მცირედით გამყარდა – დოლართან 0.05 თეთრით, ხოლო ევროსთან 3.09 თეთრით. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8688 ლარია, ერთი ევროსი – 3.0682 ლარი.
აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, ანუ ბოლო ერთ თვეში – 14 მაისიდან დღემდე ეროვნული ვალუტა დოლართან 18.22 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 16.77 თეთრით.
ამავე პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 დოლარი გაყიდა.