1-ელ სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება

კვირას, 1-ელ სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებს შეუძლიათ მიმართონ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში: თბილისის და ს ცენტრალურ ფილიალებში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში ბოლნისში, გურჯაანში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, თიანეთში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, ხონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ქარელში, წყალტუბოში, ყაზბეგში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ონსა და მესტიაში.
ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს