1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე არაერთი ღონისძიება გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს ტრადიციულად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღის განმავლობაში დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება არაერთი აქტივობა, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, მ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ განმარტა, მთავარი ღონისძიება დაგეგმილია დედაენის ბაღში, რომლის ფარგლებშიც “ბევრი საინტერესო და განსაკუთრებული პროგრამა, პატარებისთვის გაიმართება”.
“1-ელი ივნისი შაბათი დღეა და მინდა მშობლებს, ბებია-ბაბუებს მოვუწოდო, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები გამოიყვანოთ. ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება „რანინას“ კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართება, მათ შორის: თოჯინების თეატრის და თითების თეატრის წარმოდგენები, სპექტაკლი „ჟოზე“, მოეწყობა სპორტულ-გასართობი ზონები, ფოტოზონა, ახალგაზრდა მეწარმეთა და საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, სკეიტ შოუ, ილუსტრაციების ზონა, ზღაპრის კუთხე და სხვა.
პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ. ღონისძიება დაიწყება 17:00 საათზე, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზე”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას