1-ელი ივნისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება ძალაში შედის

1-ელი ივნისიდან ძალაში შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის დანაწესი, რომლის თანახმად, ყველა საჯარო დაწესებულება და რიგი კერძო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.
კანონის თანახმად, ორგანიზაცია, რომელმაც დანიშნა/განსაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ვალდებულია, ოფიცრის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის განსაზღვრის/დანიშვნის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული ბმული – https://pdps.ge/ka/content/1056/personalur-monacemTa-dacvis-oficris-gansazRvris-daniSvnis-Sesaxeb-samsaxuris-informireba

ასევე დაგაინტერესებთ