1-ელი იანვრიდან დეპუტატების ხელფასები ორმაგდება

დღეიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა 2023 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც, დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით პირველ ეტაპად დადგენილი იყო 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი, უფრო კონკრეტულად კი, ქართული ოცნების კანონპროექტით, პარლამენტარების შრომითი ანაზღაურება 7 000-დან 8 500 ლარამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ, როგორც რადიო თავისუფლება წერს, ხელფასების ორნახევარჯერ ზრდა მივიღეთ და დღეიდან ყველაზე დაბალი – 11 680 ლარი (გადასახადების ჩათვლით) დაენიშნება დეპუტატს, რომელსაც სხვა საპარლამენტო თანამდებობა არ უკავია. ყველაზე მაღალი ხელფასი კი – 14 600 ლარი – პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
“პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს აგრეთვე პარლამენტის წევრის სატრანსპორტო უზრუნველყოფის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და მის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობებს” – ვკითხულობთ დოკუმენტში.