1 დაღუპული და 16 დაშავებული – ს სარაკეტო თავდასხმა ქალაქ დნიპროზე

დნიპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰიი ლისაკის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ დნიპროზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 16 ადამიანი. მათგან ხუთი კლინიკაშია გადაყვანილი. განსაკუთრებით მძიმეა 55 წლის ქალის მდგომარეობა.
თავდასხმას მოჰყვა ხანძარი, რის შედეგადაც დაზიანდა შენობები. მათ შორის, მაღაზია, საცხოვრებელი სახლები და კომერციული სივცრეები.
ლისაკის ინფრომაციით, რუსული ე.წ. კამიკაძე დრონები მთელი დღის განმავლობაში ესხმოდნენ თავს დნიპროპეტროვსკის ოლქს. უშუალოდ ქალაქ დნიპროში საჰაერო განგაშია გამოცხადებული – მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ უსაფრთხო სივრცეებში.
რამდენიმე დღის წინ, 4 აპრილს, თავს დაესხა უკრაინის პრეზიდენტის, ს მშობლიურ ქალაქს, კრივოი-როგს. რუსულ რაკეტებს მაშინ ა 18 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, 9 ბავშვია.
თავდასხმები გრძელდება იმ ფონზე, როცა -ს პრეზიდენტის, ომის შეწყვეტას მოლაპარაკების გზით ცდილობს.
ამავე თემაზე:
· ზელენსკი: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას მთელი მსოფლიო ხედავს
· რუსეთს არ უნდა მშვიდობა, მისი რაკეტები ამას ცხადად აჩვენებს – მაია სანდუ

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საბჭო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ

ალექსანდრე დარახველიძე – გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს – თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად