1 აპრილიდან საქართველოში დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდება.დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს, 30 მარტს, დაადგინა.რაც შეეხება კომერციულ სექტორს, მათთვის დენის ტარიფი 4-6 თეთრით მოიმატებს.ელექტროენერგიის გაძვირება სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, 17 დეკემბერში დააანონსა.ნარმანიამ 2025 წლის დეკემბერში ეს გარემოება იმით ახსნა, რომ მისი თქმით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში ენერგო-პრო ჯორჯია 1,5 მლრდ ლარის ინვესტირებას აპირებს, ხოლო თელასი – 400 მილიონი ლარის. ენერგო-პრო რეგიონებზეა პასუხისმგებელი, ხოლო თელასი – თბილისზე. ნარმანიას თანახმად, ეს ფული დაიხარჯება გადამცემ ხაზებზე, ქვესადგურების, ტრანსფორმატორების მოდერნიზაციაზე და ა.შ.„ეს საინვესტიციო აქტივობა, ბუნებრივია, გარკვეულ ასახვას პოვებს სამომხმარებლო ტარიფზე”, – თქვა ნარმანიამ.ნარმანიას ამ განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მოახერხებდნენ ტარიფების შენარჩუნებას.კობახიძის განცხადების შემდეგ სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება ტარიფის დროებით, 3 თვით შენარჩუნების შესახებ და ამიტომ ელექტროენერგია არ გაძვირებულა. 3-თვიანი ვადა დღეს იწურება, ამიტომ სემეკმა დღეს უნდა გადაწყვიტოს, ან ტარიფს გააძვირებს, როგორც ამას ნარმანია აანონსებდა, ან იგივე რეჟიმს გააგრძელებს.მიუხედავად ამისა, დღეს სემეკმა ელექტროენეგრიის ტარიფები გაზარდა.



