1 იანვრიდან პოლიციაში დასაქმება კონკურსის გავლის გარეშეა შესაძლებელი

დღეიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს პოლიციაში სამუშაოდ ადამიანები კონკურსის გარეშე დაასაქმოს. კანონი, რომელიც სამინისტროს ამ უფლებას აძლევს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო.
ამ დრომდე, კანონში ეწერა, რომ „პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად“.
„პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში სამუშაოდ პირის მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით“, – წერია „პოლიციის შესახებ“ კანონის ახალ ჩანაწერში.
დოკუმენტმა ხელი მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტაც ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს მოაწერა ხელი.
კანონპროექტის მიღება დროში ემთხვევა დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე ხალხმრავალ დემონსტრაციებს. ბარიერგადალახული ოპოზიცია და აქციაზე მყოფი ათასობით ადამიანი ფიქრობს, რომ 2024 წლის გაყალბდა და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?