0%-იანი საშემოსავლო გადასახადი ინოვაციურ სტარტაპებს – მთავრობა 1 წლის წინ დაანონსებულ შეღავათებს ამტკიცებს

ინოვაციური სტარტაპები 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ და მათ შორის 3 წლით, ნულოვანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან. ამის შესახებ მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მას არ დაუკონკრეტებია, როდის ამოქმედდება ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაანონსდა. საქმე ისაა, რომ ინოვაციური ს სტატუსის განსაზღვრა და ამ სტატუსის მქონე კომპანიებისთვის გადასახადების განულება ირაკლი მ გასული წლის 19 მარტს, GITA-ს 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე დააანონსა და აღნიშნა, რომ შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობა ძალიან მალე დაარეგისტრირებდა.
“ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ამ კუთხით საზოგადოებას ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ. კერძოდ, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში, აქედან პირველი 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან 0%-ით. ეს ინიციატივა ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას შეუწყობს ხელს, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნას, რაც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს, მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 8 საკითხია, მათ შორის მთავრობის დადგენილების პროექტი „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარადგენს.