დავით ხიდაშელმა “რიყის დოქები” 20 მილიონი საინვესტიციო ვალდებულებით 10 მლნ ლარად გაყიდა – ბიზნესმენმა ამის შესახებ bm.ge-ის თავად განუცხადა.
ხიდაშელს, რომელმაც ქონება 2022 წელს შეისყიდა 36 თვის ვადაში არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები უნდა მოეწყო. ბიზნესმენს ვადა 12 მაისს ეწურებოდა, რის შემდეგაც ქონება სახელმწიფოსთვის იძულებით უნდა დაებრუნებინა.
ხიდაშელი დღეს, 6 მაისს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ არასტაბილურ საინვესტიციო გარემოს გამო, ინვესტორების მოზიდვა ვერ მოახერხა.
