ჰქონდა თუ არა რომანი მესისთან – არგენტინელმა ჟურნალისტმა ჭორებს საბოლოოდ უპასუხა

არგენტინელმა ჟურნალისტმა სოფი მარტინესმა Youtube არხ Telefe-სთან საუბარში მასთან და ლეო მესისთან დაკავშირებულ ჭორებს საბოლოოდ უპასუხა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მარტინესმა არგენტინელს ინტერვიუ ჩამოართვა და საკმაოდ თბილი სიტყვებით ესაუბრა, რის შემდეგაც ლეოსთან რომანზე ჭორები დაიწყო. ჟურნალისტმა თქვა, რომ ეს ყველაფერი სიცრუე გახლდათ.
“ამ ჭორებმა არც თუ ისე კარგი შედეგი მომიტანა. ყოველივემ ჩემი ოჯახი ძალიან დააზარალა. ამ თემასთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობდნენ. ეს ყოველივე თავს ძალიან უხერხულად მაგრძნობინებს და ყველაფრის ახსნას ამიტომ ვცდილობ”, – თქვა ჟურნალისტმა.
მარტინესმა განმარტა, რომ ჭორების შემდეგ თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა. 2023 წლის ბოლოს ის დაშორდა თანამემამულე ჟურნალისტ დიეგო ლეუკოს და ახალმა ჭორებმა გოგონა ტელეწამყვან მარკოს ჯინოკიოს დაუკავშირა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში