„ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელები დააზიანეს – ევროპასა და აზიას შორის ინტერნეტშეფერხებაა

წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად ოთხი წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Globe ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, აღნიშნული წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელები საუდის არაბეთს და ჯიბუტს შორის გადის. ესენია: AAE-1, Seacom, EIG და TGN კაბელები.
დაზიანება იწვევს ევროპასა და აზიას შორის ინტერნეტკომუნიკაციის სერიოზულ შეფერხებას, თუმცა ყველაზე დიდ დარტყმას სპარსეთის ყურის ქვეყნები და ინდოეთი განიცდიან.
მედიის ცნობით, საკომუნიკაციო აქტივობების დაზიანება შეფასებულია, როგორც მნიშვნელოვანი, მაგრამ არა კრიტიკული, რადგან სხვა კაბელები, რომლებიც იმავე რეგიონში გადის და აკავშირებს აზიას, აფრიკასა და ევროპას, არ დაზიანებულა.
EIG (European India Gateway) აკავშირებს სამხრეთ ევროპას ეგვიპტესთან, საუდის არაბეთთან, ჯიბუტთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და ინდოეთთან.
საერთაშორისო საკომუნიკაციო და წყალქვეშა საკაბელო ტელევიზიის კომპანიის ხელმძღვანელებმა დაზიანების შესახებ ინფორმაცია LinkedIn-სა და X-ზე გამოაქვეყნეს.