ჰუსიტებმა წითელ და ხმელთაშუა ზღვებში სამ კომერციულ გემზე იერიში მიიტანეს

ირანიდან დაფინანსებულმა იემენელმა ტერორისტებმა ჰუსიტებმა წითელ და ხმელთაშუა ზღვებში იერიში მიიტანეს სამ კომერციულ ხომალდზე, მათ შორის ერთი ნავთობის გადამზიდი ტანკერია. ხომალდებზე იერიშები ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით მიიტანეს.
ინფორმაცია თავდასხმების შესახებ ჰუსიტების პრესსპიკერმა იაჰია სარეემ დაადასტურა. მისი თქმით, ეს იერიშები ს ღაზაში ხან იუნისზე თავდასხმის საპასუხო რეაქციაა.
სატელევიზიო მიმართვაში ჰუსიტების პრესსპიკერმა თქვა, რომ წითელ ზღვაში მათ იერიში მიიტანეს პანამის და ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებზე – Bentley I-სა და Chios Lion-სზე. -ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, მათ საზღვაო ძალებს ხომალდების ეკიპაჟებიდან არ მიუღიათ შეტყობინება ხომალდების სერიოზული დაზიანების ან დაშავებული პირების შესახებ. დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების დეპარტამენტის ცნობით, თავდასხმები იემენის ჰოდეიდას პორტიდან განხორციელდა.
რაც შეეხება ხმელთაშუა ზღვას, როგორც ცნობილია, ჰუსიტები ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ძალებთან ერთად თავს დაესხნენ ხომალდ Olvia-ს.
ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. ამ იერიშების მიუხედავად, რადიკალები თავდასხმებს აგრძელებენ, რის გამოც წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო ხომალდების გადაადგილება შეფერხდა, ხოლო 17 თებერვლიდან ჰუსიტების დაჯგუფება აშშ-მ ტერორისტთა სიაში დააბრუნა.