ჰუსიტებმა თელ-ავივში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღეს

ჰუსიტებმა 19 ივლისის ღამეს თელ-ავივში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღეს. ჰუსიტების პრესსპიკერი იაჰია სარეე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ეს თავდასხმა ღაზაში მიმდინარე ომის საპასუხო ქმედებაა.
თელ-ავივში რამდენიმე საელჩოს, მათ შორის -ს საკონსულოს, სიახლოვეს 19 ივლისს აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება აშშ-ს საკონსულოდან 100 მეტრში მოხდა.
როგორც ცნობილია, თელ-ავივზე იერიში ჰუსიტებმა დრონის საშუალებით მიიტანეს. აფეთქების შედეგად თელ-ავივში დაშავდა 10 ადამიანი და გარდაიცვალა ერთი.
ს თავდაცვის ძალების ცნობით, ხმელთაშუაზღვის მხრიდან შემოსული ჰუსიტების დრონი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააფიქსირა, თუმცა შეცდომა დაუშვა ანალიტიკურმა დეპარტამენტმა.
“ეს ტერორისტული თავდასხმა იყო და მათი მიზანი ისრაელში სამოქალაქო პირების მოკვლა იყო” – თქვა ისრაელის წარმომადგენელმა.
ჰუსიტები ირანიდან დაფინანსებული და მართული ისლამისტური ჯგუფია იემენში. ჰამას-ისრაელის ომის დაწყებიდან მალევე ჰუსიტებმა სხვა პროირანული ძალების მსგავსად დაიწყეს თავდასხმა ისრაელის სამიზნეებზე და სხვა ნეიტრალურ კომერციულ ხომალდებზე წითელ ზღვაში. ჯერჯერობით ისრაელს ჰუსიტების სამიზნეებზე იერიში არ მიუტანია.