“ჰუსიტებმა” აშშ-ის კუთვნილ გემს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს

“ჰუსიტებმა” ხუთშაბათს სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს -ს საკუთრებაში არსებულ კომერციულ გემზე. იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო დარტყმების ახალი რაუნდიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
აშშ-ს სამხედროებმა განაცხადეს, რომ “ჰუსიტებმა” ორი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს Chem Ranger-ის წინააღმდეგ, რაც ამ კვირაში მესამე ასეთი თავდასხმა იყო აშშ-ს კუთვნილ გემზე.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა.
ხუთშაბათს პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების თავდასხმები “ჰუსიტების” წინააღმდეგ არ აფერხებს ჯგუფის თავდასხმებს წითელ ზღვაში, რომელიც, მისი თქმით, შეჩერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაასრულებს ომს ღაზაში.
ერთი კვირის განმავლობაში აშშ-ის მხეუთე თავდასხმა “ჰუსიტების” აქტივებზე მიზნად ისახავდა მცირე რაოდენობის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს, რომლებიც აშშ-ის ცნობით საერთაშორისო გემების წინააღმდეგ გასაშვებად მზადდებოდა.