„ჰუსიტები” – აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმებს უპასუხოდ არ დავტოვებთ

იემენელი „ჰუსიტები” ირწმუნებიან, რომ -სა და გაერთიანებული სამეფოს საჰაერო თავდასხმები მათ ვერ შეაკავებთ და რომ ამ თავდასხმებს შესაბამისად უპასუხებენ.
“ეს თავდასხმები ვერ შეაკავებს ჩვენს პოზიციას, მხარი დავუჭიროთ პალესტინელ ხალხს ღაზის სექტორში”, – აღნიშნულია „ჰუსიტების” სამხედრო პრესსპიკერის, იაჰია სარის განცხადებაში.
მისი ინფორმაციით, თავდასხმების სამიზნე იყო დედაქალაქი სანა და მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი სხვა ტერიტორიები.
„ეს დარტყმები უპასუხოდ და დასჯის გარეშე არ ჩაივლის”, – აცხადებს „ჰუსიტების” პრესსპიკერი.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში „ჰუსიტების” 30-ზე მეტ სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ