„ჰუსიტების“ წარმომადგენელი – აშშ-ის საჰაერო იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია

აშშ-ის საჰაერო იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, – ამის შესახებ „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა, ნასრედინ ამერმა განაცხადა.
„დაშავებულები არ ყოფილა, ასევე, არც მატერიალური და არც ადამიანური დანაკარგები“, – განაცხადა „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა.
ამერმა აღნიშნა, რომ თავდასხმებს „ჰუსიტები“ ძლიერ და ეფექტურ პასუხს გასცემენ.
„ჰუსიტების“ სპიკერმა, მოჰამედ აბდულსალამმა განაცხადა, რომ -ის თავდასხმები წითელ ზღვაში ისრაელთან კავშირში მყოფ გემებზე თავდასხმებში დაჯგუფებას ხელს ვერ შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, აშშ-მა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ