იემენელი ჰუსიტების მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა. ინფორმაციას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ადასტურებს.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, ინციდენტის შედეგად ხომალდს “მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია, არც ბორტზე მყოფი პირები დაშავებულან და ხომალდი მარშრუტს განაგრძობს.”
მანამდე, ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმის, Ambrey-იმ გაავრცელა ინფორმაცია , რომ ჰუსიტებმა ჯამში სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს, თუმცა, ორ მათგანს ზღვამდე არ მიუღწევია.
