“ჰუსიტების” ლიდერი – აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმები იემენელ ხალხს უფრო გააძლიერებს

“ჰუსიტების” ლიდერი, მოჰამედ ალი ალ-ჰუთი მათ სამიზნეებზე -სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებულ ერთობლივ ავიაიერიშებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იემენელ ხალხს მხოლოდ გააძლიერებს.
„ამერიკელებმა და ბრიტანელებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ რეაგირების დროში ვცხოვრობთ და რომ ჩვენმა ხალხმა დანებება არ იცის. თქვენი დარტყმები მხოლოდ უფრო გააძლიერებს იემენელ ხალხს და უფრო მტკიცეს გახდის თქვენთან დაპირისპირებაში, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი აგრესორები“, – აღნიშნა მოჰამედ ალი ალ-ჰუთიმ, რომელიც ჯგუფის უმაღლესი რევოლუციური კომიტეტის ხელმძღვანელია.
მისი მტკიცებით, იემენელები იბრძვიან ღაზაში მცხოვრები ხალხის გენოციდის აღსაკვეთად, აშშ კი ისრაელს, „ტერორისტულ კრიმინალ ქვეყანას“ იცავს.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, დაჯგუფება „ჰუსიტების“ ობიექტებზე ერთობლივი საჰაერო თავდასხმები კიდევ ერთხელ განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს – დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება