„ჰუსიტების“ განცხადებით, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს

იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს.
მოძრაობის სამხედრო პრესსპიკერმა, იაჰია სარიამ ტელეარხ Al Masirah-ზე განაცხადა, რომ სარაკეტო შეტევა „ზულფიკარის“ და „პალესტინა-2“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს.
“ოპერაციამ წარმატებით მიაღწია თავის მიზანს”, – აცხადებს იაჰია სარია.