„ჰუსიტების“ განცხადებით, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელში, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
დაჯგუფების სამხედრო პრესსპიკერის იაჰია სარის თქმით, თავდასხმა რაკეტა „პალესტინა-2”-ით განხორციელდა.
მანამდე, ისრაელმა განაცხადა, რომ რაკეტა მანამდე მოიგერია, სანამ ის ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდოდა.
ამასთან, იაჰია სარის თქმით, ისინი ასევე თავს დაესხნენ ამერიკულ ავიამზიდ USS Harry S. Truman-ს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ