ჰუმელსი “სოსიედადში” გადასვლასთან ახლოსაა

“დორტმუნდის” ყოფილი მცველი მატს ჰუმელსი “სოსიედადში” გადასვლასთან ახლოსაა, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გამოცდილი ფეხბურთელის დამატებით “მალიორკა” და “ბრაიტონიც” ინტერესდებიან, თუმცა გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი უპირატესობას ლა ლიგაში გადასვლას ამჯობინებს.
შეგახსენებთ, ჰუმელსმა “დორტმუნდი” გასული სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.