„ჰუმან რაითს უოჩის“ მორიგი კრიტიკული ანგარიში და „ოცნების“ სირაქლემის პოზა

საქართველოს მთავრობის მცდელობა, “უცხოური აგენტების” შესახებ კანონი მიეღოთ გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნიდა; მნიშვნელოვან პრობლემად რჩება პოლიციის მიერ ჩადენილი დარღვევები, განსაკუთრებით, საპროტესტო მიტინგების დაშლის დროს; ასევე, თავდასხმები და ზეწოლა მედიაზე და ჟურნალისტებზე; უხეშად ირღვეოდა ლგბტ თემის უფლებები; კვლავ არასამართლიანია შრომითი პირობები და უფლებები – ასე აფასებს „ჰუმან რაითს უოჩი“ (Human Rights Watch-HRW) საქართველოს 2023 წლის ანგარიშში. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, შარშან, ადამიანის უფლებების მხრივ ქვეყანაში უთანასწორო მდგომარეობა იყო.
„ასეთი რიტორიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან არ არის მოულოდნელი. ეს შეტევები სამოქალაქო საზოგადოებაზე იყო ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა შარშან და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება ნინო ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, HRW-ის ახალ კრიტიკულ ანგარიშს, საქართველოს “ელიტური და მდიდარი“ მესამე სექტორის, „შეფასებებს, ხედვებს და აღქმებს დაყრნობილი“ უწოდეს, რომლებიც „ენჯეოებმა“ თურმე, „ჰუმან რაითს უოჩის“ ანგარიშში „შეაპარეს“.
„ასეთი რიტორიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან არ არის მოულოდნელი“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ქურდოვანიძემ.
მისი თქმით, HRW-ის ეს ანგარიშიც საუბრობს იმაზე, რომ „ეს რიტორიკა და შეტევები სამოქალაქო საზოგადოებაზე იყო ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა შარშან და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება.
შარშანაც, „ოცნების“ მხრიდან, ჩვენ ანალოგიურ შეფასებებს ვისმენდით, რომ თითქოს, ის პრობლემები, რომელიც ანგარიშშია მოხვედრილი რეალობასთან შესაბამისი არ იყო. მაშინ, როდესაც „ჰუმან რაითს უოჩი“ არის, მსოფლიოში აღიარებული, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლის შეფასებები ყოველთვის, ყველა ქვეყნისთვის არის საყურადღებო“ – ამბობს ნინო ქურდოვანიძე.
„ჰუმან რაითს უოჩის“ ახალ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის მარტში, “უცხოური აგენტების” შესახებ კანონის მიღების მიზანი რეალურად „დამოუკიდებელი ჯგუფების, მედიისა და კრიტიკული ადამიანების სტიგმატიზაცია და დაჯარიმება იყო, რომელიც საბოლოო ჯამში, „ძირს გამოუთხრიდა გამოხატვის თავისუფლებას“.
“მთავრობის მხრიდან მტრული რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. განსაკუთრებით მტრული იყო მათი რიტორიკა ხელისუფლების მაკონტროლებელი კრიტიკული ორგანიზაციების მიმართ. “ოცნებამ” მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან დაიხია“ – წერია 2023 წლის ანგარიშში.
„ჰუმან რაითს უოჩის“ ანგარიშის სულისკეთებას სრულად იზიარებს საქართველოს ოპოზიციური სპექტრი. „ძალიან სწორი შეფასებაა ამ ორგანიზაციის და ეს დაინახა ხალხმა, საქართველოს მოქალაქეებმა…იმიტომ გამოვიდა ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში და სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა“ – მიაჩნია საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს ს.
„ძალიან სწორი შეფასებაა ამ ორგანიზაციის, ეს დაინახა ქართველმა ხალხმა, იმიტომ გამოვიდა ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში და სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა“ პაატა მანჯგალაძე, ოპოზიციონერი დეპუტატი
მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როცა სპეცსამსახურები „ხალხს დაუბრუნდება“, ჩვენ ვნახავთ, რომ მარტის მოვლენები არ იყო შემთხვევითობა ან დამთხვევა.
„აქ პირდაპირი, მიზანმიმართული დივერსიები და მოქმედებები ჩვენს მტერთან რუსეთთან ერთად. ჩვენ ვნახავთ, რომ დიახაც, რუსული სპეცსამსახურები, ფარცხალაძის მსგავსი ადამიანებით, როგორ ახდენდნენ გავლენას საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და საგარეო კურსზე“ – ამბობს პაატა მანჯგალაძე.
„ჰუმან რაითს უოჩი“ “უცხოური აგენტების” შესახებ კანონის მიღების მცდელობასთან ერთად, საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევს, -ს მხრიდან მასიურ დარღვევებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ხელის შეშლის მიზნით. პროტესტანტების დაკავებებს და მაღალ ჯარიმებს მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობით.
ანგარიშში, ასევე კრიტიკულად არის შეფასებული: ა) – 2023 წლის ოქტომბერში, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებები, რაც პოლიციას უფლებას აძლევს, დაშალოს და დააკავოს პროტესტის მონაწილეები, რომლებიც კარავს გაშლიან ან კონსტრუქციას დადგამენ.
ბ) – ასევე, ქართული მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები და პარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციები, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის სამუშაო გარემო გააუარესა; საკანონმდებლო ცვლილებები კომუნიკაციების კომისიის ძალაუფლების გასაზრდელად;
გ) – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ დაწყებული „გამოძიება“, USAID-ის მიერ დაფინანსებული „რევოლუციური სცენარის“ შესახებ, რომელიც თითქოს, საქართველოს ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად.“
„რა თქმა უნდა, ეს ანგარიში დაყრდნობილია „ენჯეოების“ შეფასებებს, აღქმებს და ხედვებს. ნუ, „ენჯეოებს“ რა ხედვები და აღქმები აქვთ, განსაკუთრებით, ელიტურ „ენჯეოებს“, რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ საგრანტო დაფინანსება საქართველოში, რამდენიმე „ენჯეოს“, ეს გასაგებია. ეს მათი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია და ასე იარაღად იყენებენ ხოლმე საერთაშორისო დასკვნებს“ – ასე გამოაეხმაურა „ჰუმან რაითს უოჩის“ 2023 წლის ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი „ენჯეოშნიკი“ .