„ჰუმან რაითს ვოთჩი“ ისრაელის მოკავშირეებს მოუწოდებს, უზრუნველყონ, რომ ისრაელმა დაიცავს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს „გარდამტეხი დადგენილება“

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩი“ ისრაელის მოკავშირეებს მოუწოდებს, უზრუნველყონ, რომ ისრაელმა დაიცავს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს „გარდამტეხი დადგენილება“, რომელიც ისრაელს ავალდებულებს დაუყოვნებლივ იმოქმედოს ღაზაში გენოციდის პრევენციისთვის.
„სასამართლოს მკაფიო და სავალდებულო დადგენილებები ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ისრაელის მოკავშირეები მხარს დაუჭერენ მათ მიერ გაცხადებულ გლობალურ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს“, – აცხადებს „ჰუმან რაითს ვოთჩის“ დირექტორის მოადგილე ბალქის ჯარა.
უფლებადამცველი ორგანიზაცია განცხადებით მოუწოდებს ლიდერებს, „დაუყოვნებლივ გამოიყენონ ბერკეტი იმის უზრუნველსაყოფად, რათა ისაერლმა აღასრულოს დადგენილება“.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 17 წევრისგან შემდგარმა კოლეგიამ, ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე