მიკა სოფიას დაა…
ამბავი ასეთია — პოლონელი რომის მწარმოებელი Dictador არსებულ კორპორატიულ სტრუქტურას ამსხვრევს და ჰუმანოიდ რობოტ Mika-ს კომპანიის დირექტორად ნიშნავს. მიკა მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქის სოფიას დააო გვეუბნებიან, რადგან ესეც Hanson Robotics-მა შეიმუშავა. თუმცა უფრო განვითარებულია…
როგორც Dictador-ის დირექტორი და საბჭოს წევრი, მიკა პასუხისმგებლობას იღებს დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციასთან (DAO) კომუნიკაციაზე.
რაც შეეხება უშუალოდ არსებულ ფაქტს, ეს ხაზს უსვამს რომის ბრენდის ერთგულებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ტრადიციულ კონსერვატიულ ინდუსტრიაში ინოვაციების შეტანის მიმართ. Hanson Robotics-ის რეალური CEO დევიდ ჰანსონი კი ხელოვნური ინტელექტის ჰუმანიზების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, მიიჩნევს, რომ ეს კრიტიკული ნაბიჯია უსაფრთხო და ეფექტური ლანდშაფტისკენ, რადგან ადამიანები და რობოტები თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.
კომპანია კი მიკას დირექტორად დანიშვნას მსოფლიოში როგორც პირველს, ისე აღწერს, მაგრამ ამით ჰუმანოიდი რობოტის მიღწევათა თუ წოდებათა ჩამონათვალი არ მთავრდება — იგი Collegium Humanum-ში 2023/24 წლის ინაუგურაციის დროს საპატიო პროფესორად დაასახელეს.
თუმცა ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტის ნაწილია და დაკვირვებული თვალის მქონე ადამიანებმა უკვე შეამჩნიეს, რომ იგი აყოვნებს პასუხების გაცემას. ვიდეოდან კი ვიგებთ, რომ მიკას დასვენების დღეები არ ექნება და ზუსტად ისე იმუშავებს, როგორც დღეს რობოტულ შრომას აღვწერთ…