წლების მანძილზე CES-ზე წარმოდგენილი ჰუმანოიდი რობოტები რაღაც შორეულ მომავალს ასახავდა, თუმცა წლევანდელი ღონისძიება გამონაკლისია, რადგან აქ რობოტები მხოლოდ კამერებისთვის კი არ პოზირებს, არამედ უკვე მზადაა რეალურ სამყაროში გამოსაყენებლად, იქნება ეს ქარხნები, საავადმყოფოები, სამზარეულოები თუ ოფისები. მათი გამოშვება წელსვე იგეგმება, ამიტომ ახლა თითოეულზე მოგიყვებით:
Boston Dynamics Atlas
Atlas-ის ჰუმანოიდი რობოტი პირველად გამოჩნდა საჯაროდ სცენაზე, დამოუკიდებლად წამოდგა ფეხზე და აჩვენა, რომ სახსრების სრული ბრუნით მოძრაობა შეუძლია. მასში Gemini Robotics AI არის ინტეგრირებული, რაც მას კომპლექსური ინსტრუქციების გააზრებისა და არასტრუქტურირებულ გარემოში ოპერირების საშუალებას აძლევს. ინდუსტრიული დანიშნულებით არის შექმნილი და ბატარეა 4 საათი უძლებს.
Unitree Robotics G1, H2 და R1
აქ კი უკვე ჰუმანოიდი რობოტების მთელი ხაზით იყვნენ წარმოდგენილი: G1 საბრძოლო ხელოვნებითა და ბოქსის მოძრაობებით გამოირჩევა, კომპაქტური, დასაკეცი და ხელმისაწვდომია, როცა H2 უფრო ინდუსტრიული მიზნებისთვისაა. Unitree-ს რობოტები თავისივე AI-ით არის გაძლიერებული, ცვლადი ბატარეები აქვს და მახასიათებლები, რომლებიც იდეალურს ხდის რაღაცების შესამოწმებელი თუ სამანიპულაციო ამოცანებისთვის.
LG Electronics CLOiD
ბრენდის Zero Labor Home-ის ფიზიკური განსახიერებაა, სხვა სახლის რობოტებისგან განსხვავებით, სახლის საქმეებს აკეთებს, იქნება ეს ტანსაცმლის დაკეცვა, ჭურჭლის სარეცხის მანქანაში ჩალაგება თუ საკვების მომზადება სტანდარტული მოწყობილობებით.
AgiBot A2 Series
ასეთი უკვე 5000 აწარმოეს გლობალური მასშტაბით, 169 სანტიმეტრია და 69 კილოს იწონის, კლინიკაში დამხმარის როლს ირგებს და მისი გამოყენება მუზეუმებსა თუ შოურუმებშიცაა შესაძლებელი. 360-გრადუსიანი სენსორი აქვს და ავტონომიურად შეუძლია ნავიგაცია. ამგვარად, მისთვის არც კომპლექსური ამოცანები წარმოადგენს პრობლემას:
NEURA Robotics 4NE1 (Gen 3)
Studio F.A. Porsche-სთან ერთად, NEURA Robotics-მა 4NE1-ის ჰუმანოიდი წარადგინა, რომელსაც ინდუსტრიული და სახლის საქმეების გაკეთებაც შეუძლია. ასე კი ბრენდის ზოგად მიზანს ემსახურება, შექმნას ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც გამოსადეგი იქნება ადამიანურ გარემოში.
SwitchBot Onero H1
სახლის რობოტია ბორბლებითა და მხრებით. ტანსაცმლის დაკეცვა, მოწყობილობების გაღება და მაგიდის ალაგება შეუძლია. ამგვარად, მომხმარებლებს უფრო პრაქტიკულ მოწყობილობად აცნობენ და არა, საჩვენებელ ნივთად. თანაც, წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია.
LEM Surgical Dynamis
ჩათვალეთ, რომ ჰუმანოიდი ქირურგია, ხერხემლისა და ორთოპედიული პროცესებისთვის შექმნილი, რომელიც ადამიანის მოძრაობებს ჰბაძავს. აგებულება კი ინსტრუმენტების მილიმეტრების სიზუსტეში პოზიციონირების შესაძლებლობას სთავაზობს. ამასთან, სხვა ფიქსირებული რობოტებისგან განსხვავებით, მეტად მოქნილია და CES-ს იმის დემონსტრირებისთვის იყენებს, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს იგი რეალურ სამყაროში.
www.marketer.ge




