ჰუმანიტარული ჯგუფები ისრაელს მოუწოდებენ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით მანიპულაცია შეწყვიტოს, კი დახმარების მიწოდებაზე შეზღუდვების არსებობას უარყოფს

ჰუმანიტარული ჯგუფები ისრაელს მოუწოდებენ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით მანიპულაცია შეწყვიტოს. ერთობლივ განცხადებას ხელს 100-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს. მათი თქმით, რეგიონში კრიზისი სულ უფრო მწვავდება და ათასობით ადამიანი შიმშილობს.
ჰუმანიტარული ჯგუფები, მათ შორის Oxfam და „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (MSF), აცხადებენ, რომ მათ სულ უფრო ხშირად ეუბნებიან, რომ „არ აქვთ უფლებამოსილება“ დახმარება მიაწოდონ პალესტინელებს, თუ ისინი ისრაელის მკაცრ რეგულაციებს არ დაიცავენ.
დახმარების მიწოდებაზე შეზღუდვების არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ მარტში შემოღებული წესები უზრუნველყოფს, რომ ჰუმანიტარული დახმარების გადანაწილება ისრაელის „ეროვნული ინტერესების“ შესაბამისად განხორციელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო