ჰუმანიტარული ტვირთის მოლოდინში მყოფ პალესტინელებზე განხორციელებული იერიშისას 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 150

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ანკლავში, ჰუმანიტარული ტვირთის მოლოდინში მყოფ პალესტინელებზე განხორციელებული იერიშისას 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 150.
ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში კვლავ უარესდება, ანკლავში არსებული 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 14 ფუნქციონირებს და ისიც არასრულფასოვნად.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ინფორმაციით, შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი უახლოეს დღეებში ს, ეგვიპტისა და კატარის შუამავლებს შეხვდება, რადგან “ჰამასის” მიერ დაკავებული დარჩენილი მძევლების გათავისუფლების შეთანხმება განიხილონ. შეხვედრები, სავარაუდოდ, ევროპაში გაიმართება.
ჰააგის სასამართლო, დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას დროებითი ზომების შესახებ – შეჩერდება თუ არა სამხედრო ოპერაცია. დღევანდელი გადაწყვეტილება, სამხრეთ აფრიკის მიერ აღძრული საქმის ნაწილია, რომელიც ისრაელს ღაზაში პალესტინელების მიმართ გენოციდში ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას

სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება