თბილისში, ჰუალინგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლამდე მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. ერთმანეთს სუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევა 26 ნოემბერს, საღამოს მოხდა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.