„ჰო და, რაც მეტად გვიტევენ ,გვამცირებენ, გვებრძვიან, მით მეტად ვძლიერდებით, ვდიდგულდებით, ვერთიანდებით და….“ – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
„არა რაა… ხომ არის სამშობლო, როგორც სამშობლო ყველასთვის. ქართველებისთვის, სამშობლო მაინც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ, სამშობლო!
20 წლის ვაჟკაცი, გიორგი სარდალაშვილი, სანუკვარ ოცნებას იხდენს და მსოფლიო ჩემპიონი ხდება… ადის კვარცხლბეკზე და… გულზე ამოქარგულ ქართულ დროშას კოცნის! კოცნის როგორც დედას, როგორც მფარველს, როგორც იმედს!
რამდენჯერაც ხელი ჩავიქნიეთ და მოვიწყინეთ, იმდენჯერ წელში გაგვმართა და გულზე მჯიღი გვაცემინა ჩვენმა დევგმირმა- ლაშა ტალახაძემ! მეტი რა ჰქნას, საკუთარ დამყარებულ მსოფლიო რეკორდებს ხსნის… საქართველოს სახელს და დროშას ეთაყვანება!
აი, მკვდარი რომ გვეგონა და შესანდობარსაც აღარ ვსვამდით, ისეთი ფეხბურთით გვაამაყეს და გვადიდგულეს ბიჭებმა! კვარა კი… ეს, ღმერთის შვილი, ანუ, ჩვენი სამშობლოს ძარღვიანი, ნამუსიანი შვილი, მოწყენის უფლებას არ გვაძლევს. ერთს დაჰკრავს ბურთს და… მთელ მსოფლიოს ქართულ დროშას აუფრიალებს! ჯვარს და ქართულ დროშას მუხლზე უდგება!
ჩვენი ლომები… ქართველი ლომები, რაგბისტები…
ჩვენი ძიუდოისტები… უკვე აღარც გვიკვირს, როგორც წესი, ისე ვღებულობთ მათ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობას!
მკლავჭიდელები, პარალიმპიელები, მოციგურავეები (მოციგურავეებიც კი, ადამიანებოოო),…
რა არის ეს, თუ არა სისხლის და გენის ძახილი! თუ არა ბრძოლა გადარჩენისთვის, თუ არა ღმერთის სიყვარულის დასტური ჩვენი ერის, ბერის და გენის მიმართ!
და ბოლოს, უდიდესი ზეიმი და სიამაყე ქართული გონიერებისა და ნიჭიერების- ჭადრაკი!
ჰო და, რაც მეტად გვიტევენ ,გვამცირებენ, გვებრძვიან, მით მეტად ვძლიერდებით, ვდიდგულდებით, ვერთიანდებით და….
ვ ი მ ა რ ჯ ვ ე ბ თ!
უფალი კი, გვამხნევებს და გვფარველობს! დიდება მის სახელს! ამინ!“

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს