„ჰო, ბრაზილიაში გაიქცევა ბიძინა თუ უგანდაში, მდინარაძეს და კობახიძეს არ წაიყვანს, არც გომელაურს და არც ჩუბინიძეს“ – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:
სულ უფრო და უფრო ემსგავსება ნერონს…
იგი მზად არის თბილისიც კი გადაწვას და დააშანტაჟოს დასავლეთი საკუთარი ორი მილიარდის გამო.
ცხადია ისიც, რომ ივანიშვილს არაფერი რჩება პერსპექტივაში იმის გარდა, რომ ქვეყნის დატოვება მოუწევს, და იგი ამ პირობებშიც კი საკუთარ ადგილს დასავლეთში ვერ ხედავს.
ახლა რაც შეეხება რუსეთს და ივანიშვილს. საქართველოში ანტირუსული განწყობები ბოლო ორი წელია მდორე მდგომარეობაში იყო. ემიგრირებულმა რუსებმა მოახერხეს გარკვეული ასიმილაცია საზოგადოებაში და ნეგატივი ზედაპირზე არ ტივტივებდა.
ახლა ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რომ დღეში რამდენჯერმე ქართველი ხალხი პუტინის დედას ახსენებს დღეში რამდენჯერმე, რაც ს მმართველ წრეებში საქართველოს ხელისუფლებისადმი გაღიზიანებას იწვევს. მოსკოვში გაბრაზებულები არიან იმიტომ რომ “კანონი ვერ მიიღეს” ისე, რომ ანტირუსული განწყობები არ გაეაქტიურებინათ.
მოკლედ, წინ წყალი უკან მეწყერი აქვს ბიძინას.
ჰო, ბრაზილიაში გაიქცევა ბიძინა თუ უგანდაში, მდინარაძეს და ს არ წაიყვანს, არც გომელაურს და არც ჩუბინიძეს.“

ასევე დაგაინტერესებთ