„ჰოუმერმა“ ვორონცოვზე ახალი სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი – HOMER Alpha წარადგინა

დეველოპერულმა კომპანია “ჰოუმერმა” 28 მაისს, ვორონცოვზე, ივ. ჯავახიშვილის მოედანზე #1-ში, სათავო ოფისი გახსნა და სტუმრებს პირველი პროექტის, HOMER Alpha-ს პრეზენტაციაც წარუდგინა. ამის შესახებ BMGV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა ისაუბრა.
“ჩვენთვის ეს სივრცე მხოლოდ ოფისი არ არის, ეს არის უწყვეტი კავშირი ჩვენს კულტურასთან, ისტორიასთან, ჩვენს ღირებულებებთან და ხედვასთან. ამ წუთიდან კი ეს არის – ნაბიჯი მომავალში”- ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ დეველოპერული კომპანია “ჰოუმერი” 2024 წელს დაფუძნდა. კომპანიის მიზანი, გაცხადებული მიზანი არის სურვილი, რომ ქალაქს განაშენიანების ჰარმონია და საზოგადოებრივი სარგებელი შემატოს. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ოფისის ადგილას, შენობას აღდგენით პროცესში შენარჩუნდა ავთენტური ელემენტები, როგორიცაა კიბის უჯრედი, რომელიც წარსულში საცხოვრებელი სახლის სადარბაზო იყო, ახლა კი ოფისის ცენტრალურ მოძრაობას უზრუნველყოფს. ამასთან, შენარჩუნდა ისტორიული სარკმელი.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი თავი დაგვეკავშირებინა ქალაქის მეხსიერებასთან. ავარჩიეთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიული შენობა, მივეცით მას ახალი სიცოცხლე და ჩვენი ხედვის სიმბოლოდ ვაქციეთ”, – მეძმარიაშვილი.
გარდა ოფისის გახსნისა, ღონისძიების მსვლელობისას, განიხილეს კომპანიის ახალი პროექტი – „ჰოუმერ ალფა“, რომელიც მომხმარებელს მაღალი სტანდარტის, ესთეტიკურ და თანამედროვე ცხოვრებას დიღომში, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიური აუზის მიმდებარედ სთავაზობს. ინფრასტრუქტურული განვითარება 7300 კვარდრატული მეტრის ფარგლებშია დაგეგმილი.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალი პროექტი 4 საცხოვრებელ კორპუსს, მწვანე რეკრეაციულ ზონას, ბავშვების გასართობ და შინაური ცხოველების სეირნობისთვის ცალკე გამოყოფილ სივრცეს მოიცავს. ამასთან, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის გათვალისწინებულია სავარჯიშო ტერიტორია და სტადიონი. პროექტიდან 3 წუთის სავალზე მდებარეობს ისეთი უნიკალური სპორტული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა: რაგბის სტადიონი, ოლიმპიური აუზი, ყინულის მოედანი, საფეხბურთო სკოლა, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები.
„HOMER Alpha იქნება პირველი მოხატულ – ფასადიანი საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში, რომელიც გარემოს სრულიად განსხვავებულ ესთეტიკას ანიჭებს და აქ ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის. გარდა ამისა, მთელ პროექტში გათვალისწინებულია ჭკვიანი სახლის სისტემები, რომლებიც დაკავშირებულია ლიფტებთან, შენობაში გადაადგილებასთან, უსაფრთხოებასთან და სტუმრების მიღების კომფორტთან”, – ამბობენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტს აშენებს ლიდერი სამშენებლო კომპანია “ანაგი”, ხოლო პარტნიორი ბანკია – .