ჰორმუზის სრუტეზე გაეროს რეზოლუციას რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს – Netgazeti

7 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კენჭი უყარეს რეზოლუციას ჰორმუზის სრუტის შესახებ. დოკუმენტი შეეხებოდა სრუტის გახსნას, რომელიც ირანისა და /ისრაელის დაპირისპირების გამო მეტწილად ჩაკეტილია. თუმცა, რუსეთმა და ჩინეთმა რეზოლუციას ვეტო დაადეს. და ჩინეთი -სთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან. კენჭისყრაში მონაწილე დანარჩენი ქვეყნებიდან ორმა – კოლუმბიამ და პაკისტანმა თავი შეიკავეს. ეს უკანასკნელი ბოლო კვირებში აშშ-ირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს. მოლაპარაკებების მთავარი საგანი სწორედ ჰორმუზის სრუტის გახსნაა.რეზოლუციის ტექსტში ეწერა, რომ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სავაჭრო და კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში.რატომ იწვევს ჰორმუზის სრუტეში ტანკერების შეფერხება ნავთობის ფასის ზრდას

ასევე დაგაინტერესებთ