,,ჰოოოდა, რა ხდება 500 წლის წინ, 1525 წელს… ყაველაშვილო, მოგამზადო?” – ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა ს ფრაზას, – ,,დაახლოებით 5 საუკუნე არ ყოფილა საქართველო ასეთი ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული.. 5 საუკუნე”, – ასე პასუხობს:
,,ჰოოოდა, რა ხდება 500 წლის წინ, 1525 წელს:
კახეთში მეფობს ლევან პირველი, ქართლში ლუარსაბ პირველი ადის ტახტზე, იმერეთში ბაგრატ მესამეა (იმერეთის ბაგრატი), სამცხე-საათაბაგოში ყვარყვარე მესამე ჯაყელი, გურიაში გურიელი, სამეგრელოში დადიანი და აფხაზეთში შერვაშიძე.
კონსტანტინოპოლი დაცემულია და ოსმალეთის ტახტზე ასულია სულეიმან ბრწყინვალე, ხოლო სპარსეთში სეფიანების დინასტია დამკვიდრდა და შაჰ-თამაზი ემზადება საქართველოში ლაშქრობებისვის. მალე სულეიმანი და თამაზი საქართველოს ორ ნაწილად გაიყოფენ;
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად ვასკო და გამამ იპოვა ინდოეთისკენ საზღვაო გზა და მოიშალა სამხრეთ კავკასიაზე გამავალი აბრეშუმის გზა;
ტყვეთა სყიდვაა გაქანებული და ქართველ ბავშვებს მიაქანებენ სტამბულის ბაზარზე გასაყიდად.
თქვენ შეიძლება ახლა შემომედაოთ, მაინდამაინც 500 წელი არ უგულისხმია, დააახლოებითო, თქვა კაცმა და ახლა ერთ საუკუნეზე ნუ შეედავებიო. კარგი!
600 წლის წინ, 1425 წელს ახალი დამთავრებულია თემურ ლენგის ლაშქრობები, თეთრბატკნიანი და შავბატკნიანი თურქმანები (აყ ყოინლუ და ყარა ყოინლუ) თარეშობენ საქართველოში;
კიდევ ერთი საუკუნე ვაპატიოთ. 1325 წელს მონღოლები ბატონობენ საქართველოში;
კიდევ ერთი საუკუნე ვაპატიოთ: 1225 წელს ჯალალ ედ დინი შემოიჭრა საქართველოში, დაანგრია ტფილისი და მეტეხის ხიდზე თავები მოკვეთა ხალხს.
მიხეილ ყაველაშვილო, მოგამზადო?
პ.ს. მართალია, ქვეყნის ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება.
ასევე, როცა “პრეზიდენტად” გაეკვეტები სრულიად უადგილოდ, სამყაროში შენს ადგილსა და კომპეტენციაზე წარმოდგენა არ გაქვს, მერე ფიქრობ, რომ შეგიძლია ისტორიაზეც ილაპარაკო.”

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს