ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა, 300-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება

ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა, დაშავებულია 76 ადამიანი, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის 300-მდე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
გაურკვეველია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხანძრის დროს კომპლექსში, სადაც, უახლესი აღწერის მონაცემებით, დაახლოებით 4 600 მცხოვრები ცხოვრობს.
მეხანძრეების განცხადებით, იმედოვნებენ, რომ ბინების შემოწმებას დღეს დილით დაასრულებენ.