ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაშავებულია 7 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
ხანძარი ჰონგ-კონგის ჩრდილოეთ ტაი პოს რაიონში გაჩნდა. მედიის ინფორმაციით, ეს არის 2 000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც რვა ბლოკისგან შედგება.
ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა შენობაში ადამიანები ჩარჩენილი.