ჰომოფობიური კანონი და მედიის აკრძალვები

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ლგბტ უფლებების გარდა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.
19 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიურომ ოფიციალურად ორშაბათს, 10 ივნისს დაარეგისტრირა. პარლამენტის თავმჯდომარის, ს განმარტებით, მისი პირველი მოსმენით მიღება მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ანუ 28 ივნისამდე იგეგმება, მეორე და მესამე მოსმენით კი საშემოდგომო სესიაზე [3 სექტემბერს იხსნება] მიიღებენ.
მმართველი პარტიის საკანონმდებლო პაკეტი ერთი ძირითადი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე 18 მოქმედ კანონში შესატანი ცვლილებებისგან შედგება.

რა ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს საკანონმდებლო პაკეტი?

ძირითადი კანონპროექტი ოფიციალური სახელწოდებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ 13 მუხლისგან შედგება და 11 საკითხს, მათ შორის ინფორმაციის გავრცელებას არეგულირებს.

მუხლი 8. ინფორმაციის გავრცელება

ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება.

ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა“.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის [შინაარსობრივი ვალდებულებები] პირველ პუნქტს დაემატება “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის 1-ელი ნაწილი, რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებული ჩანაწერი 63-ე მუხლს დაემატება. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაცავად კი 59² მუხლი გაჩნდება.

ჯარიმები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმებსაც ითვალისწინებს.

კანონით აკრძალული რეკლამის გავრცელება “გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით“.
ინფორმაციის გავრცელება კი – “გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით”.

ვრცლად იხილეთ mediachecker.ge