სკარლეტ ინგრიდ იოჰანსონი 1984 წლის 22 ნოემბერს, პროდიუსერის, არქიტექტორისა და ბიზნესმენის, დოქტორ კარსტენ იოჰანსონის ოჯახში დაობადა. ის ოთხი და-ძმიდან ყველაზე უმცროსია.
სკარლეტის მამა, კარსტენ იოჰანსონი, დანიური წარმოშობის არქიტექტორია კოპენჰაგენიდან, ხოლო ბებია მამის მხრიდან, ეინერ იოჰანსონი, სცენარისტი და რეჟისორი იყო. მსახიობის დედა, მელანი სლოენი ებრაელია.
თეატრის მიმართ ინტერესი ადრეულ ასაკში გაუჩნდა. რვა წლის ასაკში გამოჩნდა სპექტაკლში „სოფისტრი“, 9 წლის ასაკში კი თავისი პირველი კინო-როლი შეასრულა. კარიერული წარმატება 2001 წელს, “მოჩვენებების სამყარომ” მოუტანა. დენიელ კლოუზის გრაფიკული რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.
2000-იანი წლების წინ იოჰანსონის კარიერამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. 2003 წელს მან ითამაშა ფილმში Lost in Translation. ამ როლმა მსახიობს ფართო აღიარება და BAFTA-ს ნომინაცია მოუტანა.
2004 წელს მან ითამაშა The Village- ში, ფსიქოლოგიურ თრილერში, რამაც კიდევ უფრო გაამყარა მისი, როგორც ნიჭიერი მსახიობის პოზიცია ჰოლივუდში. იოჰანსონის ფილმოგრაფიაა სავსეა მნიშვნელოვანი მიღწევებით: მათ შორის პრესტიჟი (2006), ვიკი კრისტინა ბარსელონა (2008) და რკინის კაცი 2 (2010), ამ უკანასკნელში სკარლეტმა მარველის სამყაროს გამორჩეული გმირი – შავი ქვრივი განასახიერა.
MCU გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა იოჰანსონის კარიერაში – “შავი ქვრივის” როლმა იგი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად აქცია.
სკარლეტ იოჰანსონი და რაიან რეინოლდსი 2008 წელს დაქორწინდნენ. ისინი ერთად 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. დაშორების შემდეგ კი, ერთმანეთზე საუბარს ყოველთვის ერიდებოდნენ.
სკარლეტ იოჰანსონმა ერთხელ Vanity Fair-თან ინტერვიუში განაცხადა:
· “ჩემი შენდამი სიყვარული უსაზღვროა”: ცნობილი ადამიანების გამონათქვამები დედაშვილობის თემაზე
“პირველად რომ გავთხოვდი, მხოლოდ 23 წლის ვიყავი და არ მესმოდა, რა იყო ქორწინება. ალბათ, მას ძალიან ბევრი წარმოსახვითი რომანტიკა დავუკავშირე. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. უფრო გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება შემიძლია და პრიორიტეტებსაც უკეთ განვსაზღვრავ, ვიდრე წლების წინ.” – თქვა სკარლეტმა. პირველ ქორწინებაში ის სწორედ რაიან რეინოლდსთან ურთიერთობას გულისხმობდა.
რაიანთან განქორწინების შემდეგ სკარლეტ იოჰანსონი ჟურნალისტ რომენ დარიაკზე დაქორწინდა. თუმცა, მას 2017 წელს დაშორდა. ახლა სკარლეტი ამერიკელ კომიკოსსა და სცენარისტზე, კოლინ ჯოსტზეა დაქორწინებული.
· ფილმში პირველად 9 წლის ასაკში გამოჩნდა – 1994 წელს ფილმში North.”Lost in Translation” (2003) ფილმმა მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ერთადერთი მსახიობია, რომელიც ერთ წელიწადში ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე – Marriage Story და Jojo Rabbit (2019).
· ერთადერთი ქალია, რომელიც ორჯერ დასახელდა Esquire-ის მიერ “ყველაზე სექსუალურ ცოცხალ ქალად” (2006 და 2013 წლებში). ხშირად შედის “ყველაზე ლამაზ და გავლენიან ქალთა” სიებში, როგორიცაა People, Maxim და Forbes. მისი გამორჩეული ხმის ტემბრი გამოირჩევა სენსუალურობით და უნიკალურობით.
· 2018 და 2019 წლებში Forbes-ის რეიტინგით ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი იყო. მისი Marvel-ის ფილმებიდან შემოსავალი $14 მილიარდზე მეტია, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ვარსკვლავად აქცევს.
· გახდა BAFTA-ს გამარჯვებული და ორი ოსკარის ნომინანტი.
· სამჯერ იყო დაქორწინებული, მათ შორის ცნობილი მსახიობზე რაიან რეინოლდსზე (2008-2011) და სცენარისტ კოლინ ჟოსტზე (2020-დან დღემდე). ჰყავს ორი შვილი.
· გამოშვებული აქვს ორი ალბომი, მათ შორის “Anywhere I Lay My Head” (2008), რომელიც ტომ ვეითსის სიმღერების ქავერებია. უმღერია დუეტები ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან პიტ იორნი და The Jesus and Mary Chain.
· 2003 წელს კინოექსპერტებმა მასზე თქვეს, რომ “მშვიდი, მაგრამ ღრმა ემოციის გადმოცემის უნარი აქვს”, რაც მას უნიკალურ მსახიობად აქცევს.
