ჰოლანმა თავისი აზრით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

მანჩესტერ “სიტის” ფორვარდმა ერლინგ ჰოლანმა თავისი აზრით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.
ნორვეგიელმა Sky Sports-ს უთხრა, რომ ასეთად ახლა მის ამჟამინდელ დამრიგებელ ხოსეპ გვარდიოლას თვლის და შესაძლოა, ესპანელი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელიცაა.
შეგახსენებთ, რომ პეპი “სიტის” 2016 წლიდან მოყოლებული წვრთNის და ამ დროის განმავლობაში 18 ტიტული მოაგებინა. მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა და 6-ჯერ პრემიერ ლიგის თასი.