“მანჩესტერ სიტის” ერლინ ჰოლანს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს.
Marca-ს ცნობით, ნორვეგიელი “ქალაქელებთან” ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანახმაა, თუმცა თუ “რეალი” მის შეძენას მოისურვებს, ახალ ხელშეკრულებაში ექსკლუზიურად “სამეფო კლუბისთვის” გამოსასყიდი თანხა ჩაიწერება.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ფეხბურთელის ამ თხოვნას “მანჩესტერ სიტი”.
შეგახსენებთ, ჰოლანს “ქალაქელებთან” მიმდინარე კონტრაქტი 2027 წელს ეწურება. ნორვეგიელი “სიტის” 2022 წელს, “დორტმუნდიდან” შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში ერლინმა მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 102 მატჩი გამართა, თავი კი 97 გატანილი გოლითა და 14 საგოლე პასით გამოიჩინა.